პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

ახალი ამბები

2018-05-08

"სიდამ" მიგრაციის თემაზე ტრენინგი ჩაატარა

8 მაისს, „სიდას“ ორგანიზებით, პროექტის „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი მიგრაციის თემაზე, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები  დაესწრნენ.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია  შემდეგ საკითხებზე:

  • მსოფლიოში/ევროპაში მიმდინარე მიგრაციული პროცესები;
  •  შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლა;
  • თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნა ევროკავშირში;
  • არარეგულირებული მიგრაციის საფრთხეები;
  • შრომითი ექსპლუატაციის/ტრეფიკინგის საფრთხეები და პრევენციის გზები;
  • დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია.

ტრენინგს უძღვებოდნენ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, იუსტიციის სამინისტროს,  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის(IOM) წარმომადგენლები.

შეხვედრა ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მიერ , პროექტის „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G-PMR) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „ღია საზოგადოების ფონდების“ ფინანსური მხარდაჭერით.

© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON