პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

ახალი ამბები

2017-12-22

მიგრანტის პირველი ნაბიჯები - საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში

მიმდინარე წლის 20-22 დეკემბერს, პროექტის - „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის   (G-PMR)“- ფარგლებში, ორსანტიას,რუხის, ჭალადიდის, ჯიხაიშის, გეგუთისა და მეორე სვირის საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. შეხვედრების მიზანი იყო, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. „სიდას“ წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტი, რომელმაც მონაწილეებს  საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

მოსახლეობას გააცნეს „სიდას“ მიერ, მიგრაციის სამთავრობო კომისიასთან თანამშრომლობით მომზადებული სახელმძღვანელო - „მიგრანტის პირველი ნაბიჯები“ . სახელმძღვანელო  შეიცავს სასარგებლო რჩევებს პოტენციური მიგრანტებისათვის, შენგენის სივრცეში გამგზავრებისა და ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების პრაქტიკულ საკითხებზე როგორიცაა, საცხოვრებელი, დასაქმება, კვება, ჯანდაცვა, გადასახადები, ტრანსპორტი, საფოსტო და საბანკო მომსახურება, არადოკუმენტირებული მიგრაციის საფრთხეები და ა.შ.

შეხვედრების ფარგლებში, მოსახლეობას ჰქონდა შეკითხვების დასმის საშუალებაც, მონაწილეები ძირითადად დაინტერესდნენ უვიზო მიმოსვლის პირობებით, უვიზო მიმოსვლით გათვალისწინებული ვადის ათვლის წესებით,  ევროკავშირში სწავლის შესაძლებლობებითა და სტიპენდიებით,  ევროპის ქვეყნებში სამუშაოსა და საცხოვრებლის მოძებნის გზებით, ასევე თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნის შემთხვევებით.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება 30-მდე შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სხვადასხვა სოფლის საზოგადოებრივ ცენტრში.

პროექტი - პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის (G-PMR)” ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ მიერ,  „ღია საზოგადოების ფონდების“ ფინანსური მხარდაჭერით.

 

© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON